თბილისში ავარიას 23 წლის ბაიკერი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashvili"სასწრაფო დახმარება"
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლი ავტომობილებს შორის მოხვდა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლი ავტომობილებს შორის მოხვდა. მოტოციკლის ახალგაზრდა მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0