მისაღები გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე გადაიტანონ

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანომალიური სიცხის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდეს, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში ორშაბათს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ძლიერი სიცხის გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების განრიგი შეცვალა.

„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას", — განაცხადა ჩხენკელმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

გამოცდები - Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო: სიცხემ თავისი კორექტივები შეიტანა

შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ გამოცდების განრიგის შეცვლის თაობაზე ყველა – 40 ათასივე აბიტურიენტს ინფორმაცია მიეწოდა.

„ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა, რომ არა მხოლოდ სიცხეს, არასასურველ გარემოსაც კი არ შეეწუხებინა აბიტურიენტი. ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, სხვა გამოსავალი არ გვქონდა", — განაცხადა მიმინოშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლის მიზეზი ის გახდა, რომ საგამოცდო ცენტრების უმრავლესობაში არ იყო კონდიციონერი.

ყველა ახალი ამბავი
0