ნინო ქათამაძე ფესტივალის „არტ–გენი 2018“ თბილისურ ნაწილს გახსნის

© Sputnik / Denis Aslanovნინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ეთნოგრაფილი მუზეუმი ფოლკლორული ფესტივალის „არტ–გენი“ დღეებში კარს სტუმრებისთვის 12:00 საათზე გახსნის, ხოლო კონცერტები 22:30 საათზე დაიწყება

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ყველაზე მასშტაბური ფოლკლორის ფესტივალის „არტ–გენი“ (Art-Geni) თბილისურ ნაწილს ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight გახსნიან, აღნიშნულია ღონისძიების Facebook–გვერდზე.

დედაქალაქში ფესტივალი, ტრადიციულად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8–15 ივლისს გაიმართება. მუზეუმი სტუმრებისთვის 12:00 საათიდან ღია იქნება.

ანსამბლი მართვე - Sputnik საქართველო
„დაუბრუნდი შენს ფუძეს“: ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რვა რეგიონში

რვა დღის განმავლობაში სტუმრების წინაშე გამოვლენ Asea Sool, რობი კუხიანიძე, ჯგუფი „ფრანი“ და Reggaeon, „სუხიშვილები“ და ფოლკლორული ანსამბლები რეგიონებიდან. რიგით მე–15 ფესტივალს დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა–ს კონცერტი. გამოსვლები 22:30 საათზე დაიწყება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყობა დასვენების ზონები მოსახერხებელი  ჰამაკებითა და ქართული სამზარეულოთი. კონცერტების  პარალელურად გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ–გვერდზე tkt.ge.

„არტ–გენი“ მაღალმთიან სოფელ ქედაში 22 ივნისს გაიხსნა. შემდეგ კონცერტები გაიმართა ლანჩხუთში, წყალტუბოში, ცაგერში.

ფესტივალი 2004 წელს დაარსდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალის მთავარი მიზანია ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერებისა და ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია. 


ყველა ახალი ამბავი
0