ცნობილი მსახიობი ნინო ჩხეიძე 99 წლისა გარდაიცვალა

© Photo: Courtesy of Saba Metreveliმსახიობი ნინო ჩხეიძე
მსახიობი ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ორმოცი წელი მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. მან თეატრის სცენაზე და ქართულ კინოში ბრწყინვალე სახასიათო როლები შექმნა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ნინო (ნინიკო) ჩხეიძე, იუწყება მარჯანიშვილის თეატრი Facebook–გვერდზე.

ნინო ჩხეიძე 99 წლისა იყო. ის 1919 წლის 19 მარტს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ორმოცი წელი მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, სადაც უამრავი სახასიათო როლი შექმნა. 

თეატრში განასახიერა 150-მდე როლი, მათ შორის, ეკა – დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, ლამაზისეული და მკითხავი – ილია ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანი?!“, ძიძა – უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, ცაცანა – კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“ და სხვ.

გადაღებულია ფილმებში „მაგდანას ლურჯა", „კარდაკარ", „მიხა", „ერთი ცის ქვეშ", „მე ვხედავ მზეს", „ხათაბალა", „დათა თუთაშხია", „ადამიანთა სევდა“ და სხვ.

ნინო ჩხეიძე ლეგენდარული მსახიობის უშანგი ჩხეიძის და იყო, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებას მან მონოგრაფია მიუძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0