გაუსაძლისი ცხელი ამინდები 5 ივლისამდე გაგრძელდება

გამოწერა
უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე გაუსაძლისი სიცხე 5 ივლისამდე გაგრძელდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40-43 გრადუსს, დასავლეთში კი 30-35 გრადუსს მიაღწევს.

ზაფხული - Sputnik საქართველო
მოსახლეობის საყურადღებოდ: საქართველოში სიცხე 40 გრადუსს გადააჭარბებს

საქართველოს დედაქალაქში უახლოეს დღეებში 38-40 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო: სიცხემ თავისი კორექტივები შეიტანა>>>

5 ივლისიდან ტემპერატურა დაიწევს — სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს ვარაუდობენ.

მანამდე კი სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მზეზე დიდი დროის განმავლობაში არ გაჩერდნენ და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გრილ ადგილს შეაფარონ თავი.

ფიზიკური აქტივობისგან აუცილებელია თავის შეკავება.

სიცხე ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად იგი საშიშია 75 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის და სპორტსმენებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0