ვის ეკუთვნის „მცირე მთავრობის“ იდეა
„მცირე მთავრობის“ იდეის განხორციელების პროცესი ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის დროს დაიწყო, მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით კი მისი განხორციელების ახალ ეტაპზე შეგვიძლია ვისაუბროთ“, – განუცხადა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik–საქართველოს”.
საქართველოს მთავრობის რეფორმირების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტში ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა — 14-დან 11-მდე.
ე.წ. „მცირე მთავრობის“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს, რომლის სხდომაც 3 საათზეა ჩანიშნული. ბიუროზე გაირკვევა სესიის ჩატარების თარიღიც, რომელიც, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში უნდა გაიმართოს.