რას ფიქრობს კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებზე

გამოწერა
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
რას ფიქრობს კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებზე

„მივესალმები მოქნილობას, მივესალმები იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ძალიან სწრაფად. დღეს ყველაზე მეტად ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას, სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და მგონია, რომ რეფორმა, რომელიც იქნება დაანონსებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რა თქმა უნდა, წაადგება“, – განუცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

მთავრობა ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ დღეს უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0