წყნეთი–ბეთანიის გზა ოფიციალურად გაიხსნა

© Roads Department of Georgiaგზის რეაბილიტაცია დასრულდა
გზის რეაბილიტაცია დასრულდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყნეთი-ბეთანიის გზაზე გადაადგილება წყალდიდობის შემდეგ დღემდე შეუძლებელი იყო.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik.  წყნეთი–ბეთანიის გზა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაინგრა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

წყნეთი–ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 13 ივნისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. მეწყერმა გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა, მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. 

წყალდიდობა თბილისში - Sputnik საქართველო
„ჭრილობებს დრო ნამდვილად ვერ აშუშებს" – კალაძე თბილისის წყალდიდობის შესახებ

წყნეთი–სამადლოსა და წყნეთი–ახალდაბის გზის აღდგენით სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა.  წყალდიდობის დღიდან დღემდე აღნიშნულ გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. გზის  აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია Caucasus Road Project ახორციელებდა.  სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო.

დასრულებული გზა დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ,  გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს;  დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელში და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ავტომატურად დაიკეტება; მშენებლობის პროცესში გამოკვლეული იქნა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც მოიაზრება სეისმური ბიძგები რვა ბალზე და ჰიდროლოგიური წნევები. მოხდა კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება.

EIB საქართველოს ელექტროავტობუსების წარმოების აწყობას სთავაზობს>>>

წყნეთი–სამადლოსა და წყნეთი–ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის პროექტირება–რეაბილიტაციის ღირებულებამ  29  მილიონი ლარი შეადგინა და სამუშაოები 14 თვეში დასრულდა. გზის ახალი მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით ერთ კილომეტრს შეადგენს.

გზის გახსნა მიმდინარე წლის 13 ივნისს, სტიქიის სამი წლის თავზე იყო დაგეგმილი, თუმცა წვიმიანი ამინდების გამო გზის გახსნა  გადაიდო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0