ვინ ყიდულობს ქართულ ატამს უცხოეთში

გამოწერა
საქართველოდან ექსპორტზე 850.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ატამი გავიდა. მისი საბითუმო ფასი 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ატმის ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით 22-ჯერ გაიზარდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტრო.
მიმდინარე წლის 28 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან 1,608.6 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 1,537.58 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება  850.1 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთში (60.7%), აზერბაიჯანში  (24.3%), სომხეთში (13.7%),  ყაზახეთსა და კატარში ხორციელდება და მისი  საბითუმო ფასი 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

ქართული ღვინო, ტკბილეული და ხილი - Sputnik საქართველო
საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, ეროვნული სააგენტოს ოფისში საორგანიზაციო შტაბი ფუნქციონირებს. საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა.„ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხდება.

2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო რაოდენობამ 10.9 ათასი ტონა, ხოლო საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი კი  5.8 ათას ტონას, ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0