ოზურგეთში მოხუცი ქალი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობაში დამნაშავე მოხუცის ძმა აღმოჩნდა.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მოხუცმა კაცმა საკუთარი და მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
80 წლამდე ასაკის მამაკაცმა საკუთარი და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა, შემდეგ კი 80 წელს გადაცილებული დის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამას გამოძიება დაადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0