კახა კალაძე ღია კაფეების მეპატრონეებს პასუხობს

© Sputnik / Levan Avlabreliკაფე აღმაშენებელზე
კაფე აღმაშენებელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარე კაფეების მეპატრონეებს გონივრულ ვადაში საიჯარო დოკუმენტაციის და იმ ესკიზების წარმოდგენა ევალებათ, რის განთავსებას გეგმავენ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დედაქალაქში ღია კაფე-ბარები უნდა იყოს, მაგრამ წესრიგი სჭირდება ყველაფერს, მიაჩნია დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.

„ჩვენ გვინდა წესრიგი ქალაქში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რაც ხდება დღეს ქაოტურად, თუნდაც გარეთ გამოტანილი ტერასები, ამის გამო ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ნორმალურად გაიაროს. ამის ნათელი მაგალითი იყო ახალი აღმაშენებელი, თუმცა დღეს იქ უკვე მოწესრიგებულია ყველაფერი. შეუძლებელი იყო, აღმაშენებელზე ორ ადამიანს ერთად გაევლო, იმდენად გამოსული იყო გარე მაგიდები ტროტუარებზე?“ – აღნიშნა თბილისის მერმა.

კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
თაღლითური სქემა: კაფე-რესტორნებს თამბაქოს მოწევის ლიცენზიას 15 ათას ლარად სთავაზობენ

კახა კალაძის თქმით, ბიზნესის მიერ სავალ ნაწილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე ქვეითების გადაადგილება შეუძლებელია. თბილისის მერი განმარტავს, რომ მერია კაფე-ბარების მეპატრონეებს მაგიდების გარეთ განთავსებას არ უკრძალავს, თუმცა საჭიროა, აღნიშნული ბიზნესი გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოექცეს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, გარე კაფეების მეპატრონეებს გონივრულ ვადაში საიჯარე დოკუმენტაციის და ესკიზების წარმოდგენა ევალებათ, რის განთავსებას გეგმავენ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. სათანადო დოკუმენტაციის მოწესრიგების შემთხვევაში კი მათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ექნებათ.
გარე კაფეების მფლობელთა ნაწილი ახალი რეგულაციების წინააღმდეგია.

ყველა ახალი ამბავი
0