რუსეთის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიით დაამარცხა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიმატჩი ესპანეთი-რუსეთი
მატჩი ესპანეთი-რუსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ფეხბურთელები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუეთის ნაკრებმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის გუნდს მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში მოუგო.


შეხვედრის ძირითადი დრო მოსკოვის ლუჟნიკების სტადიონზე ფრედ — 1:1 დასრულდა. მე-11 წუთზე რუსეთის რუსეთის ნაკრების წევრმა სერგეი იგნაშევიჩმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო, ხოლო 41-ე წუთზე არტიომ დზიუბამ პენალტით გაათანაბრა ანგარიში. დამატებით დროში გუნდებმა ვერ მოახერხეს ანგარიშის შეცვლა. ხოლო პენალტების სერიაში რუსი ფეხბურთელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ — 4:3.

რუსეთის ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში განისაზღვრება ხორვატია-დანიის ნაკრებებს შორის მატჩზე, რომელიც დღესვე ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე იმართება.

მეოთხედფინალი 7 ივლისს სოჭში გაიმართება.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გრძელდება. ტურნირის მატჩები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0