მალხაზ ასლამაზიშვილი: დრაკონი ყველა ჩვენგანშია და მას უნდა ვებრძოლოთ
„კარგი პიესაა, ხალისიანი და სათქმელიანი, რაც ქართულ სინამდვილესაც მოერგო: სანამ ყველას გადრაკონება უნდა, მანამდე არაფერი გვეშველება“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მალხაზ ასლამაზიშვილმა.
მალხაზ ასლამაზიშვილი — კინოს მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მთარგმნელი და ტელე-სცენარისტი. თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმანი 2016“ გამარჯვებული. სპექტაკლები სხვადასხვა თეატრის სცენაზე აქვს დადგმული. ახლახან ჭიათურის თეატრის სცენაზე შვარცის პიესის „დრაკონის“ მიხედვით დადგმულმა მისი სპექტაკლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა.