თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინის გუნდი ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში გოლი გაიტანეს ანტუან გრიზმანმა (მე–13 წუთი), ბენჟამენ პავარიმ (57), კილიან მბაპემ (64, 68). 2014 წლის მსოფლიო ვიცე–ჩემპიონებიდან გამოირჩეოდნენ ანხელ დი მარია (41–ე წუთი), გაბრიელ მერკადო (48) და სერხიო აგუერო (90+3).
მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრები ურუგვაი–პორტუგალიის გუნდებს შორის გამართული მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 6 ივლისს ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდება.