პოლიცია თბილისის ერთ-ერთ ოფისში ნარკოტიკებს ეძებს

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ნარკოტიკების შენახვის თაობაზე ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლისგან მიიღეს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლები მეტალოპლასტიკური კარ-ფანჯრების დამამზადებელ კომპანია „ალბატროსის“ ოფისში ჩხრეკას ატარებს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.

არხის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებს. 

შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ნარკოტიკების შენახვის თაობაზე ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლისგან მიიღეს. თუმცა თავად კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჩხრეკა სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის შურისძიებას უკავშირდება. 

კომპანია „ალბატროსი“ საქართველოში 2002 წლიდან მუშაობს. 

ყველა ახალი ამბავი
0