თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი 16 ივლისს შეხვდებიან ჰელსინკიში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ეს ორი ქვეყნის ლიდერების პირველი სრულფორმატიანი შეხვედრაა, რომელიც მიბმული არ იქნება სამიტებთან. გასულ წელს პრეზიდენტები ჯერ ჰამბურგში შეხვდნენ G20-ის, შემდეგ კი მოკლედ გაესაუბრნენ ერთმანეთს ვიეტნამის სამიტზე.
„მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, 16 ივლისს ჰელსინკიში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება“, — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
გუშინ რუსეთში, ორი ლიდერის შეხვედრის მომზადების ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი ჩაფრინდა, რომელმაც მოლაპარაკებები გამართა ვლადიმირ პუტინთან, სერგეი ლავროვსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან.
ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტიოს თქმით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დღის წესრიგი შემდგომი ორი კვირის განმავლობაში განისაზღვრება.