ფერწერა ქართული ასოებით: თბილისში უჩვეულო გამოფენა ჩატარდება

© FB / Shotaშოთა საგანელიძე
შოთა საგანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მხატვარი-კალიგრაფისტი თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს სთავაზობს სამყაროს სხვა თვალით შეხედონ.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მხატვარი-კალიგრაფისტი შოთა საგანელიძის უჩვეულო გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც უნიკალური სტილი — ქართული ასოებით ხატვა აირჩია, თბილისში, სასტუმრო Rooms-ში 13 ივლისს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა სახელწოდებით „გამოხატვა კალიგრაფიის საშუალებით" 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.

შოთა საგანელიძე — ფერწერაში უნიკალური მიმდინარეობის შემქმნელია: ის ხატავს პორტრეტებს, რისთვისაც იყენებს სამ ქართულ დამწერლობას (ასომთავრულს, ნუსხურს და მხედრულს), რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებად აღიარა.

ქართული ანბანის ასოების ოსტატი ქართული ისტორიისა და ხელოვნების ცნობილი სახეების მინიმალისტურ პორტრეტებს ქმნის.

შოთა საგანელიძის კოლექციაში შესულია თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების პორტრეტები.

გარდა ამისა, შოთა საგანელიძე ქმნის ქსოვილების ორიგინალური ტექსტილის დიზაინს, რომელზეც ქართული ასოებია დატანილი.

ყველა ახალი ამბავი
0