საქართველო-თურქეთის საზღვარზე მოძრაობა შეზღუდულია

© Sputnik / STRINGERპოლიციის თანამშრომლები სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან
პოლიციის თანამშრომლები სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლები საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული შეზღუდვების შესახებ გააფრთხილეს

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფთან“ ახლოს თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოსულმა მეწყერმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

40 კგ-მდე ოქრო, ვერცხლი და ავტომობილის ნაწილები – „სარფში" აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს >>

შსს-ს მონაცემებით, სარფი-ტრაპიზონის გზა კლდის ნაწილმა გადაკეტა, რომელიც მეწყრის შედეგად ჩამოიშალა.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე, ქვეითთა გადაადგილება“, — ნათქვამია განცხადებაში.

გზის გაწმენდის შემდეგ მოძრაობა აღდგება.


ყველა ახალი ამბავი
0