საქართველო Wikipedia-ს კონკურსში მონაწილეობს

© AFP 2024 / LIONEL BONAVENTURE„ვიკიპედიის“ ლოგოტიპი
„ვიკიპედიის“ ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფოტოგრაფები უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედიის განვითარებაში საკუთარი წვლილს შეტანას შეძლებენ

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველო მეორე წელი იღებს მონაწილეობას უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედიის“ ფოტოკონკურსში „ვიკის უყვარს დედამიწა“  (Wiki Loves Earth, WLE), ნათქვამია „ვიკიმედია-საქართველოს“ გვერდზე.

Wiki-ს უყვარს სვანური კოშკები: სვანეთის ფოტო მსოფლიოში საუკეთესო ფოტოებს შორისაა >>

Wiki Loves Earth — ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც „ვიკიპედიის“ საზოგადოების წევრების მიერ ფონდ „ვიკიმედიას“ ადგილობრივი ფილიალების მხარდაჭერით არის ორგანიზებული.

Логотип Википедиа - Sputnik საქართველო
თურქეთმა „ვიკიპედიის“ ვებგვერდზე წვდომა დაბლოკა

კონკურსში მონაწილეობა 30 ივნისამდეა შესაძლებელი. ამისათვის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების, ეროვნული პარკების ფოტოები და „ვიკისაწყობში“ ჩატვირთონ.

სამი საუკეთესო ფოტოს ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

საქართველო პროექტს 2017 წელს ორგანიზაცია Wikimedia Community User Group Georgia-ს ინიციატივით შეუერთდა.

ამ კონკურსის მეშვეობით მილიონობით ადამიანი იღებს ახალ ცოდნას დედამიწის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა და გარემოს დაცვის სფეროში არსებულ უამრავი პრობლემისა და მიღწევების შესახებ.

2017 წელს საქართველო პროექტის ტოპ-თხუთმეთეულში ვერ მოხვდა. საუკეთესოდ აღიარეს სერგეი პესტერევის ფოტო „დრაკონის კონცხი“ (მცირე ზღვა, ბაიკალის ტბა).


ყველა ახალი ამბავი
0