იოგა — ჯანსაღი ცხოვრების ნამდვილი ფილოსოფიაა. ინდუისტურ ტრადიციებში მას განიხილავენ, როგორც წონასწორობისა და ჰარმონიის მეცნიერებას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ იმართება თბილისის ბოტანიკურ ბაღში იოგას ვარჯიშები.
დღეისათვის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მრავალი სპეციალისტი გვირჩევს იოგას ვარჯიშებს, რაც ეფექტური ფიზიკური დატვირთვა და სტრესთან ბრძოლის კარგი საშუალებაა. თბილისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ და იოგას გამოცდილმა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს ყველა მსურველს შესთავაზონ ბუნებისა და ქალაქის ხედების ფონზე ღია ცის ქვეშ ვარჯიში.

1/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ისინი, ვინც იოგას ვარჯიშს იწყებენ, საკმაოდ სწრაფად ამჩნევენ დადებით ცვლილებებს შეგრძნებებსა და განწყობაში

2/12
© Sputnik / Levan Avlabreli
იოგა - ეს ეფექტური და საუკუნეების განმავლობაში შემოწმებული პრაქტიკაა, რომელიც მყისიერად აისახება სხეულის ფიზიკურ მდგომარეობაზე

3/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ენთუზიასტების ჯგუფმა იოგას ვარჯიშები გამართა თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. თუ საზოგადოება დაინტერესდება, ღონისძიება რეგულარულ სახეს მიიღებს

4/12
© Sputnik / Levan Avlabreli
მათ, ვინც იოგას ვარჯიშებს იწყებს, უუმჯობესდებათ ჯანმრთელობა, ხდებიან უფრო ამტანები, ხდებიან ენერგიულები და აქვთ დადებითი განწყობა. თანამედროვე სამყაროში, რომელიც სტრესული სიტუაციებითაა სავსე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

5/12
© Sputnik / Levan Avlabreli
არსებობს რამდენიმე ცნობილი ფაქტი იოგაზე: ის ანელებს დაბერების პროცესს, ავითარებს კუნთების ჯგუფებს და სახსრებს აჯანსაღებს, ამცირებს ტკივილს წელში, გვეხმარება ხერხემლის გამრუდებისას და ოსტეოხონდროსთან ბრძოლაში

6/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ინტენსიური სუნთქვის შედეგად ფილტვებში ხვდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რაც ხელს უწყობს ფილტვების აქტიურ ვენტილაციას და ამავდროულად გულსაც ავარჯიშებს. შედეგად ყველა სასიცოცხლო სისტემა მეტად ეფექტურად იწყებს მუშაობას

7/12
© Sputnik / Levan Avlabreli
მიუხედავად ამ ყველაფრისა, იოგას ვარჯიშების დაწყებამდე გაითვალისწინეთ, რომ არსებობს უკუჩვენებები. ესენია - ჰიპერტონიული დაავადება, ეპილეფსია, გულის თანდაყოლილი პრობლემები, ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობა, ტრანკვილიზატორების, ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მოხმარება

8/12
© Sputnik / Levan Avlabreli
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, ვარჯიში დავიწყოთ არა დამოუკიდებლად, არამედ გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად

9/12
© Sputnik / Levan Avlabreli
დასაწყისისთვის რეკომენდებულია კვირაში ორჯერ ვარჯიში, თუმცა იოგას იდეალის მიხედვით, ყოველდღე გარკვეული დროის სავარჯიშოდ გამოყოფა საუკეთესო ვარიანტია

10/12
© Sputnik / Levan Avlabreli
თუ ადამიანს არ აქვს საშუალება იოგაზე სავარჯიშოდ ინსტრუქტორთან იაროს, მაგრამ სურს სახლის პირობებში თავად დაიწყოს ვარჯიში, საჭირო იქნება წყალი, ხალიჩა და თხელი პლედი შესვენებისას გადასაფარებლად

11/12
© Sputnik / Levan Avlabreli
ვარჯიშისას წყალი აუცილებელია. ვინაიდან იოგა ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმის გაწმენდით პროცესებს, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რეგულარურად მიღება მცირე დოზებით ყოველი პოზის შემდეგ

12/12
© Sputnik / Levan Avlabreli
იოგას ერთ-ერთი დადებითი ეფექტი არის თავის ტკივილის მოხსნა, ბრძოლა ასთმასთან, ართრიტთან, უძილობასთან, მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან, გვეხმარება წონის დაკლებაში, გვეხმარება მოდუნებასა და კარგად დასვენებაში. იოგას ვარჯიშები ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამყარებას