ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი გაიხსნა

გამოწერა
ლოგისტიკური ტერმინალი მომხმარებლებს სრულ საბაჟო მომსახურებას შესთავაზებს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი სატესტო რეჟიმში მაისიდან მუშაობს, ექსპლუატაციაში კი სრული დატვირთვით ერთი კვირაა შევიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ლოგისტიკური ტერმინალი ბრიტანული კომპანია Murphy Shipping-ის ქართული წარმომადგენლობის Murphy Holding-ის პირველი პროექტია საქართველოში. პროექტი ყაზბეგში კომპანია Murphy Kazbegi-ს მიერ ხორციელდება და მისი საინვესტიციო მოცულობა 560 მილიონ აშშ დოლარამდეა.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ზემო ლარსის ალტერნატივა დაასახელეს

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ტიპის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობას, რომელიც მომხმარებლებს სრულ საბაჟო მომსახურებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტირპარკს, ლაბორატორიებს, სპეციალიზებულ საწყობებს, საოფისე სივრცეს, დაზღვევას, სასტუმროს, ავტოსერვისს, ავტომობილების სამრეცხაოს და სხვა დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს.

ზემო ლარზე გახსნილ პირველ ლოგისტიკურ ტერმინალში სატვირთო ავტომობილების გაჩერება ერთ დღე-ღამეში 30 ლარი ეღირება, მსუბუქი ავტომობილების გაჩერება კი ჯერჯერობით უფასოა.

ლოგისტიკური ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. პროექტი ითვალისწინებდა ხიდის მშენებლობას, გზის გაფართოებას, სასტუმროს მშენებლობას, საბაჟოს სკანერის სამართავი პულტისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას. ამ დროისთვის მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება.

ზემო ლარსზე ლოგისტიკური ცენტრის დანიშნულება სატვირთო ავტომობილების ქაოსური მოძრაობის განტვირთვა იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0