ხაშურში სექსი აკრძალეს: რას სთავაზობენ დეპუტატები აღგზნებულ ცხოველებს

CC0 / Pixabay / ცხვრები
ცხვრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე, მიმდინარე წლის მაისში ფოთის საკრებულომ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ წამებად ითვლება.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ხაშურის საკრებულომ ცხოველებს გარკვეულ ასაკში გამრავლება აუკრძალა, იუწყება რეგიონული ტელეარხი „თრიალეთი".

კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო
„მჯდომიარე თუ მწოლიარე“ მიცვალებულები – დილემა საკრებულოების წინაშე

საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ორ წლამდე და ექვს წელს გადაცილებულ ცხოველებს სექსი ეკრძალებათ.

მანამდე, მიმდინარე წლის მაისში ფოთის საკრებულომ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კერძოდ, ზოოფილიაში შემჩნეულ მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა.

რაც შეეხება ხაშურის საკრებულოს, მან შესაბამისი დადგენილება 5 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო და იგი უკვე ძალაში შევიდა.

დადგენილების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ამჟამად საინფორმაციო საშუალებები გამალებით მუშაობენ იმის გასარკვევად, რატომ არ შეიძლება ორ წლამდე და ექვს წელს ზემოთ სექსი ცხოველებისთვის, მით უმეტეს იმათთვის, ვისაც ამ ასაკში „უკვე შეუძლია“ ან „ჯერ კიდევ შეუძლია“?! მეორე მხრივ, არაფერია ცნობილი იმ კომპეტენტურ ადამიანებზე თუ სახელმწიფო ორგანოებზე, ვინც უნდა გააკონტროლოს ამ დადგენილების აღსრულება; ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია – ვინ და როგორ დაისჯება „კანონის“ დარღვევის შემთხვევაში – „დამნაშავე“ თუ მაკონტროლებელი, და თუ არის გათვალისწინებული რაიმე სახის კომპენსაცია „დაზარალებულისთვის“?

ყველა ახალი ამბავი
0