ხანძარი თბილისში – შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული

გამოწერა
დამწვარია დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ჯიქიას ქუჩის 51 ნომერში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი. უწყების ცნობით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ წუთებში ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0