ელტონ ჯონამდე მსმენელს ჯგუფი Kennedy Administration „გაახურებს"

© photo: Sputnik / Vladimir Kraynov / გადასვლა მედიაბანკშიელტონ ჯონი
ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელტონ ჯონის კონცერტების After Party-ს ბათუმში კლუბი UP2YOU 23:00 საათზე უმასპინძლებს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერლის ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტამდე და ე.წ. After Party-ზე მსმენელის განწყობაზე ამერიკული ჯგუფი Kennedy Administration იზრუნებს.

ლეგენდარული მომღერალი ქართული პუბლიკის წინაშე Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 30 ივნისსა და 1 ივლისს წარდგება. კონცერტები სამთავრობო პროექტ Chеck in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება.

„გრემის" მფლობელი ლიზა ფიშერი თბილისელებს გაახარებს>>>

After Party-ს ბათუმში კლუბი UP2YOU 23:00 საათზე უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში 2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება მომღერლის მეგობრისა და კოლეგის დეივი ჯონსტონის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. ეს უკანასკნელი ბრიტანელი ვარსკვლავის მუსიკალური დირექტორი და ბენდის უცვლელი წევრია 1972 წლიდან.

შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით – 1 ივლისის კონცერტზე.

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Eastern Promotions და SOLO — „საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება.

საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.

პირქუში The Tiger Lillies თბილისის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება>>>

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, ბილეთების შეძენა ამ დრომდე შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.

ელტონ ჯონი — ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი, კომპოზიტორი და პიანისტი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერია. 50-წლიანი კარიერის მანძილზე მან 250 მილიონზე მეტი ფირფიტა გაყიდა. 2017 წელს ელტონ ჯონი კონცერტებით 20-ზე მეტ ქვეყანას ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0