ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე 2 ქალი დააკავეს

© photo: Quchis bichebi / FBირაკლი ნოზაძე
ირაკლი ნოზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულ თამთა ჯანჯღავას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 29 წლის თამთა ჯანჯღავა ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი — 24 წლის ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჯანჯღავამ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა ირაკლი ნოზაძე, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
„ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო დაჭრეს

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნოზაძე: ჩვენი ურთიერთობა დამთავრებული არ არის >>

ბოლო ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, თუმცა ექიმების ვარაუდით, უახლოეს საათებში აპარატიდან მოხსნის საშუალება ექნებათ.


ყველა ახალი ამბავი
0