პერუს ნაკრებმა ავსტრალიას მოუგო და „კარი გაიჯახუნა“

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი პერუ - ავსტრალია. პერუს ნაკრები მოთამაშეები მატჩის შემდეგ
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი პერუ - ავსტრალია. პერუს ნაკრები მოთამაშეები მატჩის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პერუს გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონატი დატოვა

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პერუს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში C ჯგუფის მატჩში ავსტრალიის გუნდს ანგარიშით 2:0 მოუგო.
გოლები გაიტანეს ანდრე კარილიომ (მე-18 წუთი) და ხოსე პაოლო გერერომ (50). პერუს ნაკრებმა თავისი პირველი გოლები მსოფლიო ჩემპიონატებზე 36 წლის შემდეგ გაიტანა.

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი პერუ - ავსტრალია. პაოლო გერერო (პერუ)
Футбол. ЧМ-2018. Матч Австралия - Перу. Паоло Герреро (Перу) - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი პერუ - ავსტრალია. პაოლო გერერო (პერუ)

პერუს ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ავსტრალიის გუნდმა ერთი ქულით — ბოლო ადგილი. ორივე ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა, ხოლო დანიის და საფრანგეთის გუნდები მერვედფინალში გავიდნენ.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.

ყველა ახალი ამბავი
0