ქართული მთის ძაღლები დიდტანიან მოდარაჯეთა ჯიშს განეკუთვნებიან. მათი ისტორია უძველესი დროიდან მოდის. ამ ჯიშის ძაღლებს ისტორიულად ცხვრის ფარების მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ.
ქართული მთის ძაღლები უცნობებისადმი აგრესიული არიან, მაგრამ პატრონის, ოჯახის წევრების, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისადმი ერთგულებითა და კეთილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
ამ ჯიშის ძაღლებს ისტორიულად ცხვრის ფარების მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ, დღეს კი მათ სახლისა და ტერიტორიის სადარაჯოდ იყენებენ.
ისინი კარგად იტანენ ნებისმიერ ამინდს, მათ შორის მთის ცივ კლიმატს. დღეს ქართული მთის ძაღლი მთელ საქართველოშია გავრცელებული. ქართული კინოლოგიური ფედერაცია რეგულარულად მართავს ამ ჯიშის ძაღლების გამოფენას. ინგლისურად ამ ჯიშს georgian mountain dog-ს, საქართველოში კი ნაგაზს ეძახიან.