„შესაძლებელია ზაზა სარალიძის მხრიდან დასმული კითხვები იყოს პასუხგაცემული როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის მხრიდან“, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ტელეკომპანია „იმედს“.
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად 2017 წლის 1 დეკემბერს დაიღუპა. სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. მეორე ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.
მოზარდების მკვლელობის გარემოებებს ამჟამად საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სწავლობს.