მდინარაძე: ვფიქრობთ, შერიგების და დევნილთა საკითხები განვიხილოთ ერთიან პოლიტიკურ ჭრილში
„აქ არ არის ისე, რომ ამ მინისტრს უერთებენ ყველა ფუნქციას, იქ არის მშენებლობის მომენტი, რომელიც უნდა შეუერთდეს ინფრასტრუქტურულ სამინისტროს, სოციალური კომპონენტი — ჯანდაცვის სამინისტროს, და ბევრ შემთხვევაში არ არის ისე, რომ მექანიკურად მოხდება გაერთიანება“, — აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას.
მმართველ გუნდში მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მიმდინარე კონსულტაციები დასრულდა. სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე უნდა შემცირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ერთ სამინისტროდ გაერთიანდება კულტურა, განათლება და სპორტი.