მამუკა ბახტაძე: ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან

© FB / Mamuka Bakhtatdzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოლიმპიელებთან შეხვედრისას.
მამუკა ბახტაძე: ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან

„თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია. თქვენი შრომა ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათი და თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი ხართ", — მიმართა მამუკა ბახტაძემ ოლიმპიელებს.

მამუკა ბახტაძემ ქართველ ოლიმპიელებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ღონისძიებას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტი ნილს ნიგაარდი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0