მსოფლიო-2018: რუსეთის ნაკრებმა ურუგვაის გუნდთან წააგო

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ურუგვაი - რუსეთი
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ურუგვაი - რუსეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ნაკრები მერვედფინალში B ჯგუფის პირველ გუნდს პირველ ივლისს მოსკოვში შეხვდება

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. რუსეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფის მატჩში ურუგვაის გუნდთან ანგარიშით 3:0 წააგო.

პირველი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა (მეათე წუთზე). 23-ე წუთზე რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი დენის ჩერიშევისგან ბურთი რიკოშეტით იგორ აკინფეევის კარში მოხვდა. 36-ე წუთზე იგორ სმოლნიკოვმა ყვითელი ბარათი მიიღო და რუსეთის ნაკრები უმცირესობაში დარჩა. მესამე გოლი ედინსონ კავანიმ 90-ე წუთზე გაიტანა.

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ურუგვაი - რუსეთი
Футбол. ЧМ-2018. Матч Уругвай - Россия - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ურუგვაი - რუსეთი

რუსეთის ნაკრები ექვსი ქულით A ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს და მერვედფინალში B ჯგუფის პირველ გუნდს პირველ ივლისს მოსკოვში ლუჟნიკებზე“ შეხვდება. ურუგვაის ნაკრები ცხრა ქულით პირველია და მერვედფინალის მატჩში 30 ივნისს სოჭში B გუნდის მეორე გუნდს შეხვდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.

ყველა ახალი ამბავი
0