თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში A ჯგუფის მატჩში ეგვიპტის გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.
მოჰამედ სალაჰის გოლს (22-ე წუთი) საუდის არაბეთის ნაკრებმა პირველი ტაიმის დამატებით დროში სალმან ალ-ფარანჯის ზუსტი დარტყმით უპასუხა. გამარჯვების გოლი სალემ ალ-დოსარიმ მეორე ტაიმის დამატებით დროში გაიტანა.
კიდევ ერთი 11-მეტრიანი ეგვიპტელთა კარში 41-ე წუთზე დაინიშნა, მაგრამ ფაჰად ალ-მუვალანდის დარტყმა მეკარემ ესამ ელ-ჰადარიმ მოიგერია.
საუდის არაბეთის ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა, ხოლო ეგვიპტის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მესამე წაგება იწვნია. ორივე ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა, ხოლო რუსეთისა და ურუგვაის გუნდები მერვედფინალში გავიდნენ.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.