მაიკლ ჯექსონის ქართული ქავერების ტოპ-ხუთეული

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისაცეკვაო არტ-მობი მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად
საცეკვაო არტ-მობი მაიკლ ჯექსონის პატივსაცემად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაიკლ ჯექსონის ფანებს თუ შეეკითხებით, რომელი დღე იყო მათ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი, ისინი ერთხმად საბედისწერო თარიღს - 25 ივნისს დაგისახელებენ. სწორედ ამ დღეს 50 წლის ასაკში გაუჩერდა გული პოპ-მუსიკის მეფეს მაიკლ ჯექსონს.

მისი ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ ჭორები დღემდე არ ცხრება, მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, როდესაც სცენაზე მისი სიმღერები ცოცხლდება. ამასთან დაკავშირებით „Sputnik-საქართველომ“ ქართველი მომღერლების შესრულებით მაიკლ ჯექსონის სიმღერების საუკეთესო ქავერების სია მოამზადა.

დათუნა ლაზარიშვილი

პირველ სტრიქონს იმსახურებს ახალგაზრდა მომღერალი დათუნა ლაზარიშვილი. პროექტ Х Factor-ის კასტინგზე მან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა — EarthSong შეასრულა და გულგრილი არავინ დატოვა. თავდაპირველად ჟიური სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ როდესაც ლაზარიშვილი ამღერდა, ყველა მიხვდა, რომ ეს შესანიშნავი  შესრულება იქნება. ბოლოს მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, მათ შორის ჟიურის წევრები.

ამიკო ჩოხარაძე

ამ სიაში უდავოდ უნდა იყოს იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე, რომელსაც შესანიშნავი ვოკალური მონაცემები გააჩნია. შოუზე „ერთი ერთში“ ამიკო რამდენიმე წუთით ჯექსონად იქცა. ჯექსონის სიმღერების შესრულება ძალზე რთულია, მაგრამ ბევრად რთულია ერთდროულად იმღერო და იმოძრავო მაიკლ ჯექსონივით. ჩოხარაძე ამ ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდა. ვოკალურმა მსგავსებამ კი ყველა შოკში ჩააგდო.

ნინი ნუცუბიძე

უკრაინულ Х Factor-ზე მაშინ ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ნინი ნუცუბიძე წარდგა და სიმღერით Who's Loving You ფურორი მოახდინა. ჟიურის წევრმა ანდრეი ხლივნიუკმა ოქროს ღილაკს დააჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტი პირდაპირ ტელეეთერში მოხვდებოდა. ნუცუბიძის გამოსვლამ YouTube-ზე მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა, კომენტარებში კი ხუმრობენ, რომ დროა „ქართველებისთვის Х Factor-ის ფილიალი გაიხსნას“.

გიორგი ჩიქოვანი

გიორგი ჩიქოვანმა საკუთარი ძალები როგორც ქართულ, ისე უკრაინულ Х Factore-ზე მოსინჯა. მან ჯექსონის სიმღერა Give into me შეასრულა. დარბაზი მაშინვე აჰყვა ჩიქოვანს, ჟიური კი აღფრთოვანებული იყო.

თამარ ედილაშვილი

ახალგაზრდა მომღერალი თამარ ედილაშვილი მაიკლ ჯექსონის სიმღერების ყველაზე სამახსოვრო ქავერების ხუთეულს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ნინი ნუცუბიძის მიერ შესრულებული სიმღერა Who's Loving You უკვე არის ჩვენს სიაში, ვიდეოს ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ ეს ორი სხვადასხვა სიმღერაა. ედილაშვილმა ეს სიმღერა ძალიან დამაჯერებლად, მშვიდად და ღირსეულად შეასრულა.

 

თამარ ედილაშვილი წელს საქართველოს საბავშვო „ევროვიზიაზე“ წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0