მსოფლიო-2018: ინგლისის ნაკრებმა პანამის გუნდი გაანადგურა

© photo: Sputnik / Grigory Sokolov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ინგლისი - პანამა
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ინგლისი - პანამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ადგილი გაინაღდეს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში G ჯგუფის მატჩში პანამის გუნდს ანგარიშით 6:1 მოუგო.

პანამის ნაკრებიდან 78-ე წუთზე თავი გამოიჩინა ფელიპე ბალოიმ, მისი გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს პირველი გოლია.

გამარჯვებულ გუნდში ჰეტ-ტრიკი გააკეთა ჰარი კეინმა (22, 45+1, 62), რომელმაც პირველი ორი გოლი პენალტით გაიტანა და ბომბარდირების სიაში პირველ ადგილზე გავიდა. ასევე თავი გამოიჩინეს ჯონ სტოუნზმა (8, 40) და ჯესი ლინგარდმა (36).

© photo: Sputnik / Grigory Sokolov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ინგლისი - პანამა
Футбол. ЧМ-2018. Матч Англия - Панама - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ინგლისი - პანამა

ინგლისის ნაკრებმა 6 ქულა მოაგროვა და ორი ტურის შემდეგ მერვედფინალში საგზური ბელგიის გუნდთან ერთად მოიპოვა, რომელსაც ასევე ორი მოგება აქვს. პანამისა და ტუნისის გუნდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.

ყველა ახალი ამბავი
0