ცირა ბარბაქაძე: „ჩემი წიგნი განსხვავებული ფორმატის „ტვიტერატურაა"
გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი „ყველაფერი (თ)ამაშია“, ანუ ორი გაგებითაა სათაური, ყველაფერი ამაშია, ანუ ამ წიგნშია, ანუ ანბანშია, რომლითაც ყველაფერი იწერება“- განუცხადა „sputnik-საქართველოს“ ცირა ბარბაქაძემ.
ცირა ბარბაქაძე — პოეტი და მეცნიერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ხუთი პოეტური კრებულის ავტორი.