მსოფლიო-2018: ბელგიის ნაკრებმა ტუნისის გუნდი გაანადგურა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ბელგია - ტუნისი
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ბელგია - ტუნისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომელუ ლუკაკუ ბომბარდირთა ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუს დაეწია - ორივე ფორვარდმა თითო ოთხი გოლი გაიტანა

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში G ჯგუფის მეორე ტურში ტუნისის გუნდს ანგარიშით 5:2 მოუგო.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლები გააფორმეს ედენ აზარმა (მე-6 წუთი — პენალტი და 51-ე წუთი) და რომელუ ლუკაკუმ (16, 45+3), კიდევ ერთი გოლი გაიტანა მიში ბატშუაიმ (90). ტუნისელებიდან გოლების ავტორები გახდნენ დილან ბრონი (18) და ვაჰბი ჰაზრი (90+3).

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგია - ტუნისი. რომელუ ლუკაკუ
Футбол. ЧМ-2018. Матч Бельгия - Тунис. Ромелу Лукаку - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგია - ტუნისი. რომელუ ლუკაკუ

ბელგიის ნაკრები თავის ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერობს. ტუნისის გუნდი, რომელმაც ტურნირზე მეორედ წააგო და ქულები ვერ დააგროვა, პლეი-ოფში გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსებს ინარჩუნებს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.

ყველა ახალი ამბავი
0