თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ზესტაფონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი დაშავებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილები არიან და-ძმა დალი და თემურ მახარაძეები. ისინი თბილისიდან ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.