თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში F ჯგუფის მატჩში სამხრეთ კორეის გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.
მექსიკის გუნდიდან გოლები გაიტანეს კარლოს ველამ (26-ე წუთი, პენალტი) და ჰავიერ ერნანდესმა (66), კორეელების მხრიდან კი — სონ ჰინმინმა (90+3).
© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიმარცხნიდან მარჯვნივ: მიგელ ლაიუნი (მექსიკა), ედსონ ალვარესი (მექსიკა) და კიმ მინ ვუ (კორეა) მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში კორეის რესპუბლიკისა და მექსიკის ნაკრებებს შორის
მარცხნიდან მარჯვნივ: მიგელ ლაიუნი (მექსიკა), ედსონ ალვარესი (მექსიკა) და კიმ მინ ვუ (კორეა) მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში კორეის რესპუბლიკისა და მექსიკის ნაკრებებს შორის
© photo: Sputnik / Alexey Malgavko
/ მექსიკელებს ორი მოგება აქვთ და ისინი ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს ეკატერინბურგში შვედეთის წინააღმდეგ მატჩით ასრულებენ. სამხრეთკორეელმა ფეხბურთელებმა ორი მარცხი იწვნიეს და მომდევნო მატჩში იმავე დღეს ყაზანში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.