WizzAir-ის მგზავრებს ქუთაისში ხელბარგის გადასახადის გადახდა მოუწევთ

CC BY-SA 2.0 / Alec Wilson / HA-LWFკომპანია Wizz Air -ის თვითმფრინავი აფრინდა
კომპანია Wizz Air -ის თვითმფრინავი აფრინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავიაკომპანია თვითმფრინავის სალონის შეზღუდული სივრცით ხსნის

თბილისი, 23 ივნისი— Sputnik. ლოუკოსტერი WizzAir, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს, ბარგის გადაზიდვის წესებს ცვლის — ამიერიდან მგზავრებს თვითმფრინავის სალონში ხელბარგის შეტანისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ.

კომპანიის ინფორმაციის თანახმად, ბორტზე ჩანთის შეტანისთვის მგზავრს Wizz-პრიორიტეტის მომსახურების შეძენა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელბარგი სატვირთო განყოფილებაში მოთავსდება და მისი მიღება დანიშნულების აეროპორტში იქნება შესაძლებელი.

რუმინული ავიაკომპანია საქართველოში იწყებს ფრენას >>

„თქვენ გარანტირებულად აიტანთ თვითმფრინავის სალონში ხელბარგს (55x40x23 სმ, მაქს. 10 კგ), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული მიზეზებიდან გამომდინარე. თქვენ შეძლებთ თან იქონიოთ ერთი დამატებითი (+1) მცირე ზომის ჩანთა (40x30x18 სმ), როგორიც არის, მაგალითად, კამერის/ლეპტოპის ჩანთა ან ხელჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ“, — ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
პარიზში, რომში, პრაღაში, ბარსელონასა და ათენში – ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები დაიწყო

საკუთარ გადაწყვეტილებას კომპანიაში ხსნიან იმით, რომ თვითმფრინავის ბორტზე სივრცე შეზღუდულია, და ისინი ვერ იძლევიან იმის გარანტიას, რომ ყველა მგზავრი შეძლებს ხელბარგის შეტანას სალონში.

WIZZ-პრიორიტეტის სერვისის შეძენა ონლაინ-რეჟიმში 5-დან 10 ევრომდე დაჯდება. ხოლო აღნიშნული სერვისის აეროპორტში შეძენა 25 ევრო ღირს.

Wizz Air-მა თავისი 25-ე ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად გახსნა. პირველი ავიარეისი კომპანიამ 2012 წელს შეასრულა. Wizz Air-მა ბაზის გახსნაში 98 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით  14 კილომეტრში მდებარეობს, 2012 წელს გაიხსნა.

 


ყველა ახალი ამბავი
0