მხოლოდ უფროსებისთვის: ბაქოს თეატრი თბილისში ჩამოდის

გამოწერა
სპექტაკლზე, რომელიც აზერბაიჯანულ ზღაპრებს ეფუძნება, 18 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქს ბაქოს ანდეგრაუნდის თეატრალური კოლექტივი ADO ეწვევა — აზერბაიჯანული დასი მაყურებლის წინაშე 30 ივნისს წარდგება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი" თეატრის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თეატრი ქართველ მაყურებელს უჩვენებს სპექტაკლს „ციდან სამი ბანანი ჩამოვარდა" (Göydən 3 banan düşdü). დადგმა ტრადიციულ აზერბაიჯანულ ზღაპრებს ეფუძნება, თუმცა დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი — „18+".

სპექტაკლის რეჟისორია თეატრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ელმინ ბადალოვი, მხატვარი — ლეილა გულიევა. მასში მონაწილეობენ მსახიობები საბირ მამედოვი, ისკრა ტარანტი, ქამრად მურადლი და სხვები.

დასი დარწმუნებულია, რომ მაყურებელი სპექტაკლით დიდ სიამოვნებას მიიღებს. ბაქოს თეატრი ქართულ სცენაზე ადრეც წარდგა სპექტაკლით STOP.

თბილისელები ბაქოს ანდეგრაუნდის თეატრის პერფორმანსებს ნახავენ>>>

ბაქოში პირველი დამოუკიდებელი თეატრი ADO 2013 წელს ელმინ ბადალოვმა დააარსა, რომელიც, ორგანიზატორთა თქმით, აზერბაიჯანში თანამედროვე ხელოვნებისთვის უნიკალურ სცენას წარმოადგენს. დასი მაყურებელს თანამედროვე თეატრალური და საშემსრულებლო ხელოვნების ახალ ფორმებს სთავაზობს და შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და ინოვაციებისთვის აზერბაიჯანში ექსკლუზიურ ადგილად მიიჩნევა. თეატრს ჩატარებული აქვს გასტროლები საქართველოში, თურქეთში, იტალიაში, ირანში, საფრანგეთში, ბელარუსსა და უკრაინაში.

ყველა ახალი ამბავი
0