თბილისის ბოტანიკურ ბაღში ენთუზიასტების ჯგუფმა იოგას საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვარჯიში გამართა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ღია ვარჯიში.
როგორც იოგას მწვრთნელმა გეგა კანდელაკმა Sputnik-თან საუბრისას განაცხადა, ვარჯიში თბილისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. მან ასევე იოგას მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოების მხრიდან ინტერესის შემთხვევაში ვარჯიშების გაგრძელებაზეც დათანხმდა.