თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. თბილისში ჰაერის დაბინძურება 2,9-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ამას მოწმობს მონაცემები, რომელიც ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის გლობალურმა კამპანია Breathe Life 2030-მა გამოაქვეყნა.
რას ვსუნთქავთ: თბილისში ჰაერის ხარისხს ამოწმებენ >>
დაბა აბასთუმანში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია, ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმას 0,5-ჯერ აღემატება.
საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო ყოველწლიურად 7 000-ზე მეტი ადამიანი კვდება, მათ შორის ერთ წლამდე ასაკის რვა ბავშვი. საქართველოს მოსახლეობა კი 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმას ორჯერ აღემატება, სტამბოლში კი — 3,3-ჯერ.
რუსეთში, 147 მილიონი მოსახლეობით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 120,5 ათასი ადამიანი კვდება. თურქეთში კი სიკვდილიანობა 33,7 ათას ადამიანს შეადგენს (მოსახლეობა დაახლეობით 79 მილიონი ადამიანი).
კვლევის თანახმად, ვაშინგტონში ჰაერი დასაშვებ ნორმაზე 1,1-ჯერ სუფთაა.
ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე სუფთა ქვეყნებში სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: ქალაქ უფსალაში (შვეიცარია) ჰაერი დასაშვებ ნორმაზე 1,6-ჯერ სუფთაა, პორირუაში (ახალი ზელანდია) – 1,4-ჯერ, ადელაიდაში (ავსტრალია) – 1,3-ჯერ.
სავალალო მდგომარეობაა დელიში (ინდოეთი), სადაც ჰაერი დასაშვებ ნორმასთან შედარებით 14,3-ჯდერ ბინძურია, კაიროში (ეგვიპტე) – 11,7-ჯერ და დოჰაში (კატარი) – 9,3-ჯერ.
თბილისი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე: ყველაზე დაბინძურებული ადგილი, მოძველებული ტრანსპორტი >>
კამპანია Breathe Life 2030 — ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გარემოს საკითხებში გაეროს პროგრამას და კოალიციას „კლიმატი და სუფთა ჰაერი“. ინიციატივა მიზნად ისახავს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყნების მთავრობების და ცალკეული მოქალაქეების მოქმედებების აქტივიზაციას და ცნობიერების ამაღლებას.