„გრემის" მფლობელი ლიზა ფიშერი თბილისელებს გაახარებს

© AP Photo / Amy Harris / Invisionლიზა ფიშერი
ლიზა ფიშერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ამერიკელი მომღერალი ლიზა ფიშერი "ოქროს ტალღის" პრემიის გადაცემის ცერემონიაზე იმღერებს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი მომღერალი, პრემია „გრემის" მფლობელი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბექ-ვოკალისტი ლიზა ფიშერი თბილისის საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე 26 ივნისს წარდგება, ნათქვამია მომღერლის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფიშერი ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი „ოქროს ტალღის" გამარჯვებულთა რიგით მეხუთე დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრება. კონკურსის ორგანიზატორია რადიო-ჰოლდინგი "ფორტუნა". საღამოზე გამარჯვებულებს 17 ნომინაციაში გამოავლენენ, მათ შორის, კონკურსის მთავარი პრემიის – „საუკეთესი სიმღერის" მფლობელს.

პირქუში The Tiger Lillies თბილისის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება>>>

კონცერტის ფარგლებში სცენაზე წარდგებიან ნინო ქათამაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ნიჟარაძე, ანსამბლი  „შვიდკაცა", სტეფანე მღებრიშვილი, ნინა სუბლატი, ნინი ბადურაშვილი, გიორგი შამანაური და სხვები.

საღამოს მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.

ყველა ახალი ამბავი
0