ანტარქტიკის გულისცემა: უცნაური ხმა ყინულოვანი ჭაბურღილიდან

გამოწერა

2015 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ანტარქტიკის მყინვარ ტეილორზე 100 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი გაბურღეს სამხრეთ პოლარული მატერიკის შესწავლის მიზნით. 

ერთ დღეს კი მასში ყინულის მოზრდილი ნატეხი ჩაუვარდათ. ხმოვანი ეფექტი იმდენად მოულოდნელი და უცნაური იყო, რომ სპეციალისტები ამ მოვლენით დაინტერესდნენ.

საქმე ისაა, რომ როდესაც ყინულის ნატეხმა ფსკერამდე ჩააღწია, ტყვიის წუილის ხმა გამოსცა. მანამდე კი, სანამ ნატეხი ვარდებოდა, ჭაბურღილიდან უცნაური, რიტმული ძგერის ხმა ისმოდა, რომელიც ძალიან წააგავდა გულისცემას.

ამერიკელმა სწავლულებმა, რომლებმაც ბევრჯერ გაიმეორეს ექსპერიმენტი, დაასკვნეს, რომ საქმე ნაკლებად ცნობილ აკუსტიკურ ეფექტთან აქვთ, და განმარტეს, რომ ყინულის ვარდნის მომენტში ხმა იმდენად ძლიერი იყო, ამ დროს ჭაბურღილისთვის ვინმეს ყური რომ მიედო, სმენას დაიზიანებდა.

ჩართეთ ვიდეო და თავად მოუსმინეთ ამ უცნაურ ხმებს.

ყველა ახალი ამბავი
0