საფრანგეთის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი–ოფში გავიდა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო ფეხბურთში. საფრანგეთი–პერუ
მსოფლიო  ფეხბურთში. საფრანგეთი–პერუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ნაკრებმა, რუსეთისა და ურუგვაის შემდეგ, ჩემპიონატის 1/8 ფინალში ადგილი გაინაღდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის С ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პერუს 1:0 მოუგო. 

გამარჯვების გოლი კილიან მბაპემ 34–ე წუთზე გაიტანა.

საფრანგეთის ნაკრებმა ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და С–ჯგუფის ცხრილში ავსტრალიისა (1 ქულა) და პერუს (0 ქულა) გუნდებისთვის მიუწვდომელი გახდა. პერუელებმა პლეი–ოფში გასვლის შანსი დაკარგეს, რადგან ტურნირზე მეორე მატჩი წააგეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0