საჭიროა თუ არა მედიკამენტების ფასების რეგულირება
„რასაკვირველია, სახელმწიფო ბიზნესში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ გონივრული რეგულაციები ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით აუცილებელია. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ბიზნესსაც უნდა ჰქონდეს თავისი სარგებელი, მაგრამ გონივრული და არა 700-1000%-იანი მოგება", – განუცხადა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „მაესტროს".
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული სამედიცინო ხარჯების თითქმის 70% მედიკამენტებზე მოდის. გამოკითხულთა 28%-მა აღნიშნა, რომ გასულ წელს წამლების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო.