„ცოცხალი ვარ, ცოცხალი!“ – პარლამენტის დეპუტატი ავტოავარიის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliზვიად კვაჭანტირაძე
ზვიად კვაჭანტირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ავტოავარიის შემდეგ მისი ჯანმრთელობით დაინტერესდა.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ზვიად კვაჭანტირაძის სამსახურებრივი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავტოავარია თბილისში – ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა, ტელეკომპანია Rustavi2–ის ინფორმაციით, გუშინ ზესტაფონში მოხდა, როდესაც დეპუტატი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა. ქუთაისში ოთხშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მინისტრთა ახალ კაბინეტს მამუკა ბახტაძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადეს.

მიკროავტობუსის მძღოლი ამტკიცებს, რომ დეპუტატის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

„მოკლედ, ცოცხალი ვარ, ცოცხალი! ნამდვილად იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. საპირისპიროდ მომავალმა მანქანამ ჩქარი მოძრაობით გადაგვიჭრა გზა. დამუხრუჭება კი მოვასწარით, მაგრამ მაინც შევეჯახეთ. არავინ დავშავებულვართ. მანქანასაც ეშველება. დიდად არაფერი დაზიანებულა“, – დაწერა კვაჭანტირაძემ თავის Facebook–გვერდზე.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობით დაინტერესდა და თავის პოსტს ანსამბლ „ორერას“ ცნობილი სიმღერა „ცოცხალი ვარ, ცოცხალი“ დაურთო.

პოლიციამ მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0