ქართული კომპანიები აშშ-ში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრებიან
„მიღებული ცოდნა და გამოცდილება ამ კომპანიებს საკუთარი მომსახურების ექსპორტზე გატანაში დაეხმარება", – განუცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯერმა ეკატერინე სარალიძემ ტელეკომპანია "მაესტროს".
საერთაშორისო კონფერენცია აშშ-ში 21-23 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 23 000-ზე მეტი ვიზიტორი მიიღებს. ორი ქართული კომპანია აშშ-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გაემგზავრება.