ვინ არის პარლამენტის შენობასთან „გენიალური" პარკირების ავტორი

გამოწერა
მძღოლმა თბილისის ცენტრში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე პარკირება ვერ შეძლო და სარდაფში ჩავარდა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებელმა ოთხშაბათს განსჯის ახალი თემა იპოვა — „გენიალური" პარკირება საქართველოს პარლამენტთან ახლოს.

როგორც აღმოჩნდა, ავტომობილს მანდილოსანი მართავდა, რომელმაც მართვაზე კონტროლი დაკარგა და მანქანა ვერტიკალურ მდგომარეობაში შენობის სარდაფში ჩამავალ კიბეზე ჩავარდა. ამ ადგილზე მაღაზიები და სასადილოა განთავსებული.

შემთხვევა თბილისის ცენტრში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ქალ მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

მათივე ინფორმაციით, ქალმა თავად აღნიშნა, რომ აერია გაზისა და მუხრუჭის სატერფულები.

„გადავრჩით. ამბამდე 2 წუთით ადრე ბავშვები იყვნენ მაგ ადგილას… პატრული ეკითხება, მანდ როგორ მოხვდიო და იმან, გაზი და ტორმუზი ამერიაო", — წერს ირმა ბერეჟიანი.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის" მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0