„პოზიტიური შედეგები" – ზახაროვა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე

© photo: Sputnik / Anton Denisov / ფოტობანკში გადასვლამარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოსთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ქართულ–რუსული ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „დოჟდთან" (Дождь) ინტერვიუში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

„როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების ღრმა კრიზისიდან გამოყვანით დაინტერესდა, რომელშიც ქვეყანა მიხეილ სააკაშვილმა ჩააყენა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ ამას. დაიწყო ნორმალიზების პროცესი. ამ წლების განმავლობაში ამან ცნობილი პოზიტიური შედეგები მოიტანა", — განაცხადა ზახაროვამ.

ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან დიალოგის მომხრეა

მან აღნიშნა, რომ აღდგა და მრავალჯერ გაიზარდა ურთიერთვაჭრობა, განახლდა ავია და სახმელეთო სატრანსპორტო მიმოსვლა, მოიხსნა 2006 წლიდან მოქმედი შეზღუდვები ვიზების გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, აქტიურად ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.

„ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი არა მარტო გაჩნდა, არამედ წარმატებითაც განხორციელდა", — მიიჩნევს ზახაროვა.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას მიიჩნევენ.

ამჟამად დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და ასევე პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური